ჩვენს შესახებ
საჭაშნიკე
"საჭაშნიკე", ისტორიული ადგილია თბილისში, რომელიც 1969 წლიდან ღვინისა და ალკოჰოლურის სასმლის შესაძენად და დასაგემოვნებლად მასპინძლობდა სტუმრებს. ვერაზე,
მერაბ კოსტავას 60 ნომერში, სწორედ ისტორიული საჭაშნიკე მდებარეობდა, რომელიც 2024 წლის მაისიდან, თანამედროვე ქართული რესტორნის, პაბისა და გრილის კონცეფციის სინთეზით დაუბრუნდა ქალაქს.


გასტრონომიის თვალსაზრისით, ჩვენ ლუდზე ორიენტირებული პაბის სტილის საკვების ენთუზიასტები ვართ,ქართულ სულთან ერთად სადაც გრილზე მომზადებული კერძები განსაკუთრებულ როლს თამაშობს: ჩვენი ფასანაურული სტილის ხინკალი უკვე იქცა ქალაქში სავალდებულოდ დასაგემოვნებელ კერძად, ნახშირის გრილზე დაბრაწული მწვადი ნაკვერჩხლის არომატით, წვნიანი ცხვრის ქაბაბი, ღუმელში დაბრაწული ლავაში სვანური მარილითა და კახური ზეთით, ჩებურეკი, გამომცხვარი საქონლის ენა და ნაირ-ნაირი მჟავეული.

ჩვენთან ხორცეული, სოუსები და ბოსტნეული ესპანური წამყვანი ბრენდის "მიბრასას" გრილზე მზადდება და მენიუში გამორჩეულ ადგილს იკავებს,რეცეპტურაში ზედმეტი ჩარევის გარეშე კი კერძებს გემრიელ, შებოლილ არმომატს სძენს.

საჭაშნიკეში 8 სახეობის ჩამოსასხმელ ლუდს ვითვლით,რომელიც უნიკალური ჩამოსასხმელი აპარატის საშუალებით 5C-მდე ცივდება და გემოვნურ თვისებებს იდეალურად უნარჩუნებს სასმელს. საჭაშნიკეს ისტორიიდან გამომდინარე, შეუძლებელია ჩვენს სივრცეში ღვინისა და ჭაჭის დიდი არჩევანიც არ დაგვეხვედრებინა.










პარასკევი და შაბათი საღამო საჭაშნიკეში ცოცხალ მუსიკას ეთმობა. 21:00 საათიდან,ბენდი The NATURAL BORN LOVERS ჩვენი სტუმრების დადებით განწყობას შექმნის.

რაც შეეხება სპორტის მოყვარულებს და გულშემატკივრებს - ისინი მართლაც მიიღებენ სიამოვნებას "საჭაშნიკეში", რადგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ნაწილი სწორედ სპორტული მატჩების ყურებაა: ჩვენ მუდმივად გვაქვს ყველა მნიშვნელოვანი თამაშის ტრანსლაცია სპორტის ყველა
სახეობაში. ჩვენთან შეგხვდებათ 360 გრადუსით განთავსებული ეკრანები,ხოლო გახმოვანება კი JBL-ის უნიკალური აუდიო სისტემა,რაც სპორტული თამაშების ყურების რეალურ გამოცდილებას ქმნის.

შექმნილია Gastronaut-ისა და Badagoni-ის თანამშრომლობით.


მისამართი
მერაბ კოსტავას 60
თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები
12:00-00:00
პარასკევი-შაბათი , მთელი ღამე
შაბათი-კვირა , მთელი ღამე
კონტაქტები
(c) 2024 საჭაშნიკე. ყველა უფლება დაცულია.
მერაბ კოსტავას 60 | + 995 596 848 844